logo
ENG



NCDC: ჩინეთიდან ამანათების მიღება უსაფრთხოა 

09 თებ 202016:19
3 წუთის საკითხავი
 
ohok99pn28qmjb8.png

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი (NCDC) ჩინეთიდან გამოგზავნილი ამანათებისა და წერილების უსაფრთხოებაზე ინფორმაციას ავრცელებს. ცენტრის წარმომადგენლობის თქმით, მიუხედავად კორონავირუსისა, გამოგზავნილი ამანათებიც და წერილებიც საფართხეს არ შეიცავს. 

“ჩინეთიდან ამანათების მიმღები პირები არ არიან ახალი კორონავირუსით დაინფიცირების რისკის ქვეშ. დღეისათვის არსებული ინფორმაციით, ცნობილია, რომ კორონავირუსი დიდხანს ვერ ძლებს ისეთ ზედაპირზე, როგორიცაა წერილი ან ამანათი”, – აცხადებენ NCDC-ში.


close დახურვა